ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, იბერია 1999-მა სტუმრად სპაერთან ფრედ, 2:2 ითამაშა.
ამ შედეგის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. იბერია 60 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა, თუმცა კონკურენტებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
33 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ თბილისური კლუბის აქტივში 60 ქულაა (ბურთების შეფარდება 48:35). მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ბათუმის დინამო (59 ქულა), რომელსაც 32 თამაში აქვს გამართული და შემდეგი მატჩის მოგების შემთხვევაში პირველ ადგილს დაიბრუნებს.
საჩემპიონო რბოლაში აქტიურად არიან ჩართულები თბილისის დინამო და რუსთავიც. 32 ტურის შემდეგ დედაქალაქურ კლუბს 58 ქულა აქვს და ლიდერს სულ რაღაც ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო მეოთხე პოზიციაზე მყოფი რუსთავი 56 ქულით ასევე ინარჩუნებს ლიდერებთან მიახლოების შანსს.
რაც შეეხება სპაერს, მოპოვებული ქულის შემდეგ გუნდს 33 მატჩში 32 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში კვლავ მერვე ადგილს იკავებს.
სპაერი მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს მეცხრე ადგილზე მყოფ გაგრას (31 ქულა), რომელსაც ასევე ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ამჟამად ეროვნული ლიგის ცხრილი ასე გამოიყურება:
