ეროვნული ლიგის 35-ე ტურის ეგიდით, თანალიდერმა იბერია 1999-მა მერვეადგილოსან სპაერთან 2:2 ითამაშა და ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.
სპაერი გოჩა ცირდავას გოლით დაწინაურდა, რასაც ამირან ძაგანიამ უპასუხა, ჩემპიონატში მე-11 გოლი შეაგდო და მხოლოდ ტორპედოს 13-გოლიან კომნენ ანდრიჩს ჩამორჩება.
მეორე ნახევარში ცირდავამ დუბლი შეასრულა - ლამაზი კომბინაციის შემდეგ რევაზ ინჯგიას პასის შემდეგ გაიტანა.
ლევან კორღალიძის გუნდმა ქულა 82-ე წუთზე გადაარჩინა, როცა საჯარიმოს ჩაწოდებისა და რიკოშეტის შემდეგ საბა მაისურაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
შედეგად, იბერიამ 60 ქულა მოაგროვა, დინამო ბათუმს 1 ქულით გაუსწრო, თუმცა ბათუმელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.