• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
რა სჭირთ არსენალის მოთამაშეებს, რომლებმაც სანაკრებო შეკრება დატოვეს?
ფეხბურთიფეხბურთი

რა სჭირთ არსენალის მოთამაშეებს, რომლებმაც სანაკრებო შეკრება დატოვეს?

11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

არსენალი პრემიერ ლიგის სათავეშია და 2004 წლის შემდეგ პირველი ტიტულის მოგებასთან ახლოსაა, თუმცა გუნდი ტრავმების სერიოზულ კრიზისს აწყდება.


მიკელ არტეტას ძირითადი შემადგენლობიდან ათმა ფეხბურთელმა მიმდინარე საერთაშორისო ფანჯრის განმავლობაში სხვადასხვა ტრავმის გამო დატოვა ნაკრებები. ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ეს ათი ფეხბურთელი თამაშს FA თასის მეოთხედფინალში, საუთჰემპტონის წინააღმდეგ 4 აპრილს.


პრემიერ ლიგაში საერთაშორისო მატჩებიდან ყველაზე მეტი გამოთხოვნა სწორედ არსენალს აქვს.


გაბრიელ მაგალიაეში: „მატჩის შემდეგ გაბრიელმა მარჯვენა მუხლში ტკივილი იგრძნო,“ - განაცხადა ბრაზილიის ნაკრებმა.


უილიამ სალიბა: არსენალის დაცვის მეორე წევრმა საფრანგეთის ნაკრები „მარცხენა კოჭის ტრავმის“ გამო დატოვა.


იურიენ ტიმბერი: ტიმბერმა კარაბაოს თასის ფინალი ტრავმის გამო გამოტოვა და ნიდერლანდების ნაკრებმა დაადგინა, რომ ის ჯერ სრულად არ იყო გამოჯანმრთელებული.


ებერეჩი ეზე: კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც კარაბაოს თასის ფინალი გამოტოვა. ეზემ შესაძლოა დიდხანს ვერ ითამაშოს „წვივის კუნთის ტრავმის“ გამო. მან ვერ მიიღო მონაწილეობა ინგლისის მარტის ამხანაგურ მატჩებში.


დეკლან რაისი: ინგლისის პირველი თამაშისთვის ურუგვაის წინააღმდეგ არ იყო მზად და „სამედიცინო შეფასებისთვის“ არსენალში დაბრუნდა.


ბუკაიო საკა: რაისის მსგავსად, საკამაც არ ითამაშა ურუგვაის წინააღმდეგ და ასევე „სამედიცინო შეფასებისთვის“ დატოვა ნაკრები.


ნონი მადუეკე: ინგლისისა და ურუგვაის მატჩის პირველ ტაიმში ტრავმის გამო მოედანი დატოვა. ტუხელის კომენტარებმა მატჩის შემდეგ ტრავმის სიმძიმეზე შეშფოთება ვერ გააქრო.


ჰინკაპიე: მაროკოს წინააღმდეგ თამაშის შემდეგ, ეკვადორის ნაკრების შეკრება „სამედიცინო და ვიზუალური გამოკვლევების“ შემდეგ დატოვა.


ლეანდრო ტროსარი: ბელგიის ნაკრებმა განაცხადა, რომ ტროსარი არ იყო საკმარისად მზად მარტის ამხანაგურ მატჩებში სათამაშოდ, მიუხედავად იმისა, რომ მან თითქმის სრულად ითამაშა კარაბაოს თასის ფინალში მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ.


მარტინ სუბიმენდი: მეათე და ამ დროისთვის ბოლო მოთამაშე, ვინც ნაკრებს გამოეთიშა, იყო ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი. მან სერბეთის წინააღმდეგ მატჩის ბოლოს ითამაშა, თუმცა შემდეგ „მარჯვენა მუხლის დისკომფორტის“ გამო ნაკრები დატოვა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

არსენალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

26 მარ, 2026

არსენალი ზაფხულისთვის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობს

News image

23 მარ, 2026

ერთადერთი გუნდი მოგების გარეშე - პრემიერ ლიგა 2026 წელს

News image

25 მარ, 2026

ხვიჩა კვარაცხელია არსენალში? - ჯო კოული ქართველი ვარსკვლავის ტრანსფერზე

News image

24 მარ, 2026

არსენალის დანაკლისი - რამდენი ხანი იუქმებს ებერეჩი ეზე?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

არსენალი ზაფხულისთვის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალი ზაფხულისთვის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერთადერთი გუნდი მოგების გარეშე - პრემიერ ლიგა 2026 წელს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერთადერთი გუნდი მოგების გარეშე - პრემიერ ლიგა 2026 წელს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია არსენალში? - ჯო კოული ქართველი ვარსკვლავის ტრანსფერზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია არსენალში? - ჯო კოული ქართველი ვარსკვლავის ტრანსფერზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალის დანაკლისი - რამდენი ხანი იუქმებს ებერეჩი ეზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალის დანაკლისი - რამდენი ხანი იუქმებს ებერეჩი ეზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი