არსენალის ნახევარმცველმა დეკლან რაისმა არსენალის წარმატებებში ვიქტორ გიოკერეშის წვლილზე ისაუბრა.
პრემიერ ლიგის მე-20 ტურში არსენალმა ბორნმუთი 3:2 დაამარცხა, რაისმა დუბლი მიითვალა, გიოკერეშმა კი მოედანზე 66 წუთი გაატარა და საგოლე ქმედებებით თავი არ გამოუჩენია.
„მისთვის რთულია, რადგან მთელი მატჩის განმავლობაში ორი მცველი აპრესინგებს. ამიტომ უწევს ფიზიკურ ბრძოლაში შესვლა და ყველაფრის გაკეთება, რაც შეუძლია გუნდის დასახმარებლად.
ჩემს პირველ გოლში, რომ არა ის მომენტი, როცა ვიქტორი გაბრიელ მარტინელის შეხების შემდეგ გაიქცა, ბურთი შეინარჩუნა და მარტინ ოდეგორს გადააწოდა, გოლს ვერ გავიტანდით. ეს ეპიზოდი ჩვენთვის მატჩის გადამწყვეტი მომენტი იყო და თამაშის სვლა შეცვალა.
ვხედავ, რა ძალით ურტყამს ბურთს და როცა სივრცე ეძლევა და ბურთი მის ფეხებთან ხვდება, ის ასი პროცენტით გაიტანს. მაგრამ ახლა პრემიერ ლიგის მცველები ორმაგად ცდილობენ გიოკერეშის გაჩერებას, რადგან ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია.
დამიჯერეთ, ის ჩვენთვის წარმოუდგენელ საქმეს აკეთებს და მის გარეშე იქ არ ვიქნებოდით, სადაც ახლა ვართ“, — განაცხადა რაისმა.