მადრიდის რეალში თავდამსხმელ კილიან მბაპეს ტრავმის ხასიათი დაასახელეს, რომელიც მან ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ ტურში, თურქეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:0) მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი 10-დან 12 დღემდე გამოტოვებს. შესაბამისად, ის სანაკრებო პაუზაზე საფრანგეთს ვეღარ დაეხმარება, თუმცა რეალის არცერთი მატჩის გამოტოვება არ ემუქრება და 10 ოქტომბერს, ვილიარეალთან მატჩში მწყობრში უნდა იყოს.
„მადრიდის რეალის სამედიცინო შტაბის მიერ ჩატარებული დღევანდელი გამოკვლევის შედეგად, ჩვენს მოთამაშეს, კილიან მბაპეს მარცხენა მუხლის სახსრის უკანა კაფსულის გადაჭიმვა დაუდგინდა.
მის მდგომარეობაზე დაკვირვება მიმდინარეობს", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
მბაპემ დაზიანება შეხვედრის 54-ე წუთზე, გოლის გატანის მომენტში მიიღო და მოედანი დატოვა.
ესპანური პრესა იუწყება, რომ ტრავმის დიაგნოზის გაგების შემდეგ რეალში შვებით ამოისუნთქეს, რადგან ერთი შეხედვით დაზიანება გაცილებით მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა.