ატლეტიკოს ნახევარმცველი ალექს ბაენა რეალის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც დერბიში მსაჯობას ეხებოდა.
გასულ კვირას რეალი ატლეტიკოსთან ლა ლიგის მე-7 ტურში 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ მოურინიომ მთავარი არბიტრის, მიგელ ანხელ ორტის არიასის მუშაობა გააკრიტიკა და პრესკონფერენციაზე ამობეჭდილი სქრინშოტები მოიტანა იმ ეპიზოდებით, სადაც, მისი აზრით, ატლეტიკოს ფეხბურთელებს წითელი ბარათები უნდა მიეღოთ.
„ის იმიტომ ჩივის, რომ წააგო. პირიქით რომ მომხდარიყო, ამ სადავო მსაჯობაზე ასე ბევრს არ ილაპარაკებდნენ.
ყოველთვის ასე ხდება: როდესაც რეალი ატლეტიკოსთან აგებს, ისინი ცდილობენ სხვა მიზეზები ეძებონ, იმის სანაცვლოდ, რომ საკუთარ თავზე მოახდინონ კონცენტრირება.
ისტერიკა? სრულიად შესაძლებელია ასე ითქვას. ეს სპექტაკლი ფურცლებით მე სწორედ ისტერიკად და წაგების მიღების უუნარობად მიმაჩნია, - განაცხადა ბაენამ Telemadrid-თან ინტერვიუში.