VIDEO: შენგელიას დრამატული შეხვედრა რეალთან - რა მოხდა მატჩში?
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროლიგის ახალი სეზონი თორნიკე შენგელიას დუბაიმ მადრიდის რეალთან საშინაო, მეტისმეტად დაძაბული მატჩით გახსნა.
მინიმალური სხვაობით, 78:77 დაამარცხა მეტოქე.
მატჩის ბედი საფინალო სირენამდე 51 წამით ადრე რაითის ზუსტმა ორქულიანმა გადაწყვიტა, რომელმაც შეხვედრა 12 ქულით დაასრულა, ხოლო დუბაის მხრიდან საუკეთესო ბომბარდირი 24 ქულით ამერიკელი ლეგიონერი ბეიკონი გახდა.
თორნიკე შენგელიამ მოედანზე 15 წუთი გაატარა და გუნდს 5 ქულა და 8 მოხსნა შემატა. დუბაი მომდევნო შეხვედრასაც საკუთარ არენაზე, 29 სექტემბერს ბარსელონას წინააღმდეგ გამართავს.