რალფ რანგნიკმა ბარსელონას და პსჟ-ს სატრანსფერო პოლიტიკა გამოარჩია.
„ბაიერნს ჰარი კეინი 20 წლის ასაკში უნდა ეყიდა. მან ბევრი გოლი გაიტანა, ბუნდესლიგაში წარმატებებს მიაღწია და გასახდელში გუნდის ატმოსფეროზე დადებითი გავლენა იქონია. კი, გუნდი გერმანიის ჩემპიონი გახდა, რაც ბაიერნისთვის ლოგიკური და ნორმალურია, მაგრამ მაგალითად გერმანიის თასი ვერ მოიგო. ვერც ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი გახდა. მოდით დაველოდოთ და ვნახოთ, მომავალ ორ წელში რა მოხდება.
არ ვამბობ, რომ ეს ცუდი ტრანსფერია, მაგრამ ჩემი მიდგომა სხვანაირი იქნებოდა. ჰარი კეინი 18-20 წლის ასაკში უნდა ეყიდათ და იქამდე შეენარჩუნებინათ, სადამდეც შესაძლებელი იყო. მე ასე ვიმოქმედებდი.
თუმცა გავიმეორებ, რომ ყველა კლუბმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. ასეთი ფეხბურთელების საპოვნელად კლუბმა უფრო ადრე უნდა დაიწყოს მუშაობა. მე ბარსელონას და პსჟ-ს მიდგომა მირჩევნია.
რა ბედი ეწევათ ბარსელონას და პსჟ-ს უახლოეს 2-3 წელიწადში, თუ ისინი შემადგენლობას შეინარჩუნებენ? ასე თუ მოხდა, ერთ კლუბსაც კი ვერ ვხედავ, რომელიც უახლოეს წლებში მათ დამარცხებას შეძლებს." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.