კლაუდიო რანიერიმ იტალიის ნაკრების შეთავაზებაზე უარის თქმის შესახებ ისაუბრა.
„ძნელი იყო, რადგან ვის არ უნდა თავისი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელობა?
მაგრამ მე რომასთან კონტრაქტი მაკავშირებს და ეს ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევდა.
წარმოიდგინეთ იტალიის თამაში, შემდეგ კი რომა ინტერის, იუვენტუსის ან ნაპოლის წინააღმდეგ… თუ რომას ფეხბურთელებს არ გამოვიძახებ ან არ ვათამაშებ, იტალიაში რა მოხდება? სამყაროს დასასრული.
ვიფიქრე, რომ ეს ყველაზე პატიოსანი გადაწყვეტილება იყო.“ - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
74 წლის რანიერიმ რომაში სამწვრთნელო კარიერა 2025 წელს დაასრულა და დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობის მრჩეველი გახდა. იტალიის ნაკრებს 2025 წლის ივნისიდან ჯენარო გატუზო წვრთნის, რომელმაც ამ პოზიციაზე ლუჩიანო სპალეტი ჩაანაცვლა.