მარკუს რაშფორდის გარშემო სატრანსფერო საგა ახალ ფაზაში შედის.
ბარსელონამ იჯარის დასრულების შემდეგ 28 წლის ფორვარდის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვაზე უარი თქვა, რის გამოც ფეხბურთელი გაურკვევლობაში დარჩა. მანჩესტერ იუნაიტედი ახალ იჯარას არ განიხილავს და მოთამაშის მხოლოდ გაყიდვას აპირებს, მისი კონტრაქტის საიდუმლო პუნქტის გამჟღავნებამ კი ინგლისში დიდი ხმაური გამოიწვია.
ანტი-სატრანსფერო პუნქტი კონკურენტებისთვის
The Athletic-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი გამოსყიდვა ნებისმიერ კლუბს 40 მილიონ ფუნტად შეუძლია, თუმცა მანჩესტერულმა კლუბმა აქ თავისი მთავარი მტრები დააზღვია. ეს ფასი არ მოქმედებს ორ გუნდზე - ლივერპულსა და მანჩესტერ სიტის რეშფორდის ამ თანხად ყიდვა ოფიციალურად აეკრძალათ.
მიუხედავად ამ ბარიერისა, ლივერპულის ყოფილმა მეკარემ, დევიდ ჯეიმსმა მერსისაიდელებს მოუწოდა, რისკზე წავიდნენ და იუნაიტედის ბლოკის მიუხედავად, ფორვარდის ტრანსფერზე მაინც იბრძოლონ.
მაიკლ კერიკის გეგმა და ახალი ტრანსფერები
თუ ტრანსფერი არ შედგება, რეშფორდს გუნდში დარჩენა და კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ორი წლის ოლდ ტრაფორდზე გატარება ურჩევნია. მით უმეტეს, მთავარი მწვრთნელი მაიკლ კარიკი ფეხბურთელთან კავშირზეა და მზადაა, ის გუნდს დაუბრუნოს.
ამავდროულად, კლუბი სხვა პოზიციების გაძლიერებაზეც ფიქრობს. ატალანტადან ედერონის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია, ახლა კი იუნაიტედი ვესტ ჰემის 21 წლის ნახევარმცველზე, მათეუს ფერნანდეშზე გადაერთო, რომლის აგენტ ხორხე მენდესთანაც მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.