იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რატომ არ დაისაჯა მესი MLS-ში მე-5 ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ?
ფეხბურთიფეხბურთი

რატომ არ დაისაჯა მესი MLS-ში მე-5 ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ?

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლიონელ მესი ნიუ ინგლენდ რევოლუშენის წინააღმდეგ გასამართ მატჩში ინტერ მაიამის დახმარებას შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ MLS-ის მიმდინარე სეზონში მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც, ჩვეულებრივ, ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.


სტანდარტული წესების მიხედვით, 5 ყვითელი ბარათის დაგროვების შემთხვევაში ფეხბურთელს მომდევნო შეხვედრის გამოტოვება უწევს.


თუმცა MLS-ში უკვე მრავალი წელია მოქმედებს დისციპლინარული წესი, რომლის თანახმადაც, თუ ფეხბურთელი გარკვეული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყვითელ ბარათს არ მიიღებს, მის ანგარიშზე არსებული გაფრთხილებების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს.


ეს წესი, როგორც წესი, განსაკუთრებულ ყურადღებას არ იქცევს, თუმცა მესის სტატუსიდან გამომდინარე, კვლავ განხილვის საგანი გახდა.


აღნიშნული რეგულაცია განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა როგორც არგენტინელი ფეხბურთელისთვის, ისე ინტერ მაიამისთვის, რადგან MLS-ის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება.


MLS-ის ოფიციალურ წესებსა და რეგულაციებში აღნიშნული დებულება შემდეგნაირად არის განმარტებული:


„ფეხბურთელს დაგროვილი ყვითელი ბარათების რაოდენობა ავტომატურად ერთით შეუმცირდება ყოველ ჯერზე, როდესაც ზედიზედ 5 მატჩში მიიღებს მონაწილეობას და ამ შეხვედრებში არც ყვითელ ან წითელ ბარათს მიიღებს და არც დამატებით დისციპლინარულ სანქციას დაექვემდებარება.


განმარტებისთვის, ფეხბურთელს ყვითელი ბარათების უარყოფითი რაოდენობა ვერ ექნება. კარგი ქცევის წახალისების წესი (Good Behavior Incentive) მხოლოდ დაგროვილი ყვითელი ბარათების რაოდენობის ნულამდე შემცირებას ითვალისწინებს.


აღნიშნული შეღავათი MLS-ის რეგულარული სეზონის განმავლობაში ავტომატურად მაქსიმუმ 3-ჯერ შეიძლება ამოქმედდეს.


მაგალითად, თუ ფეხბურთელს სეზონში 3 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული და ამის შემდეგ ზედიზედ 5 მატჩს გაფრთხილებისა და დამატებითი დისციპლინარული სანქციის გარეშე ჩაატარებს, მას დაგროვილი ყვითელი ბარათების რაოდენობა ერთით შეუმცირდება. შესაბამისად, მის ანგარიშზე 3 ყვითელი ბარათის ნაცვლად 2 დარჩება.


აღნიშნული წესი რეგულარული სეზონის განმავლობაში მაქსიმუმ 3-ჯერ შეიძლება იქნეს გამოყენებული და ძალაში მხოლოდ შესაბამისი მატჩის დასრულების შემდეგ შედის.“


მესიმ მიმდინარე სეზონში აღნიშნული წესით 2-ჯერ ისარგებლა.


არგენტინელმა ფეხბურთელმა ორ სხვადასხვა მონაკვეთში ზედიზედ 5-5 მატჩი ჩაატარა ისე, რომ არც ყვითელი ან წითელი ბარათი მიუღია და არც დამატებითი დისციპლინარული სანქცია დაკისრებია.


შედეგად, მას დაგროვილი ყვითელი ბარათების რაოდენობა 2-ჯერ, თითო ბარათით შეუმცირდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ცინცინატისთან შეხვედრაში მიღებული გაფრთხილება მისთვის მიმდინარე სეზონში მეხუთე იყო, ოფიციალური დისციპლინარული აღრიცხვის მიხედვით, მის ანგარიშზე მხოლოდ 3 ყვითელი ბარათია.


ეს ნიშნავს, რომ მესის ჯერ არ მიუღწევია 5 ყვითელი ბარათის ზღვრისთვის, რომელიც ავტომატურ დისკვალიფიკაციას იწვევს. შესაბამისად, მას ნიუ ინგლენდ რევოლუშენის წინააღმდეგ თამაში შეეძლება.


რაც შეეხება ინტერ მაიამის მდგომარეობას პლეი-ოფის წინ, გუნდის სატურნირო პერსპექტივები დიდწილად უკვე გარკვეულია.


მაიამური კლუბი აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს ვეღარ დაიკავებს, რადგან ეს პოზიცია Supporters’ Shield-ის გამარჯვებულმა ნეშვილმა გაინაღდა.


ამასთან, ინტერ მაიამიმ პრაქტიკულად გაინაღდა საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა, რაც პლეი-ოფის პირველ რაუნდში საკუთარი მოედნის უპირატესობას უზრუნველყოფს.


რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 მატჩით ადრე ინტერ მაიამის 56 ქულა აქვს. იმისთვის, რომ გუნდი მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდეს, მას ერთდროულად უნდა გადაასწრონ ჩიკაგომ (52 ქულა) და შარლოტმა (50 ქულა).


მესის მიმდინარე სეზონში 25 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში დალასის თავდამსხმელ პეტარ მუსას 3 გოლით უსწრებს.


ამასთან, არგენტინელი შედეგიანი გადაცემების რეიტინგშიც ერთ-ერთი ლიდერია. მის ანგარიშზე 15 ასისტია და ამ მაჩვენებლით სონ ჰინ მინთან ერთად ერთ პოზიციას იყოფს.


შედეგიანი გადაცემების მხრივ ლიდერი ცინცინატის ფეხბურთელი ევანდერია (17 ასისტი), რომელსაც შარლოტის პეპ ბიელი (16) და ინტერ მაიამის ნახევარმცველი როდრიგო დე პაული (16) მოსდევენ.


აღსანიშნავია, რომ 2025 წელს მესი MLS-ის ლიდერი როგორც გატანილი გოლების, ისე შედეგიანი გადაცემების რაოდენობით გახდა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ინტერ მაიამი
მესი
MLS

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დაბრუნდება თუ არა მესი ნიუელს ოლდ ბოისში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაბრუნდება თუ არა მესი ნიუელს ოლდ ბოისში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ამერიკული ფეხბურთის ახალი ერა: MLS-მა ტრადიცია დაარღვია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ამერიკული ფეხბურთის ახალი ერა: MLS-მა ტრადიცია დაარღვია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ გაიყვანა მესი ოქროს ბურთის პირველ ადგილზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ გაიყვანა მესი ოქროს ბურთის პირველ ადგილზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

2026 წლის კოპას ჯილდო - ვის მისცეს ხმა ოქროს ბურთის გამარჯვებულებმა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

2026 წლის კოპას ჯილდო - ვის მისცეს ხმა ოქროს ბურთის გამარჯვებულებმა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

30 ოქტ, 2026

დაბრუნდება თუ არა მესი ნიუელს ოლდ ბოისში?

News image

22 სთ წინ

ამერიკული ფეხბურთის ახალი ერა: MLS-მა ტრადიცია დაარღვია

News image

16 სთ წინ

ვინ გაიყვანა მესი ოქროს ბურთის პირველ ადგილზე?

News image

2 სთ წინ

2026 წლის კოპას ჯილდო - ვის მისცეს ხმა ოქროს ბურთის გამარჯვებულებმა?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება