• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რატომ აწუხებთ რეალის ფანებს ვინის შეყვარებულის ქცევა?
ჯანსაღი ცხოვრებაჯანსაღი ცხოვრება

რატომ აწუხებთ რეალის ფანებს ვინის შეყვარებულის ქცევა?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორისა და ბრაზილიელი ინფლუენსერის, ვირჯინია ფონსეკას რომანი დიდი ხანია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.


ის, რაც თავდაპირველად სპორტისა და შოუბიზნესის იდეალურ სინთეზად მოჩანდა, დღეს უკვე ფანებისა და მედიის მხრიდან ფასდება, როგორც უკიდურესად ტოქსიკური ურთიერთობა, რომელმაც ფეხბურთელის პირადი სივრცე და ცხოვრება სრულად შთანთქა.

2025 წელს წყვილმა თავისი რომანი მონაკოში გადაღებული რომანტიკული ფოტოებით დაადასტურა, თუმცა იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, ურთიერთობაში მალევე გაჩნდა ბზარები.



ბრაზილიურ პრესაში (მათ შორის ცნობილ ჟურნალისტ ლეო დიასის წყაროებით) გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვირჯინიამ ვინის ტელეფონში სხვა ქალებთან მესიჯები აღმოაჩინა. გავრცელებული ცნობებით, ვინის მადრიდში ბრაზილიელი მოდელებიც კი ჰყავდა დაპატიჟებული.


სწორედ ეს გახდა წყვილის პირველად დაშორების მიზეზი. ვინისიუსმა ინსტაგრამზე საჯარო ბოდიში გამოაქვეყნა. მან აღიარა, რომ ბოლო დროს მომხდარმა სიტუაციამ საკუთარ ქცევებზე დაფიქრება აიძულა. ის აღნიშნავს, რომ ვირჯინია საოცარი ქალი, აღსანიშნავი დედა და პარტნიორია, რომელიც მის სანახავად მადრიდში სამჯერ ჩაფრინდა და თავისი ყოველდღიურობა დათმო.


მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად წყვილი არ იყვნენ, მათ შორის მართლაც არსებობდა გულწრფელი კავშირი. ვინი გამოქვეყნებულ მესიჯში აღიარებს, რომ უყურადღებოდ და უპასუხისმგებლოდ მოიქცა და ვირჯინიას საჯაროდ უხდის ბოდიშს ღია გულით. ის დასძენს, რომ ნამდვილი ურთიერთობა პატივისცემაზე, ნდობასა და გამჭვირვალობაზე დგას. ბოლოს კი აცხადებს, რომ სურს ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ტყუილების, ჩხუბისა და ნიღბების გარეშე.


ვინი და ვირჯინია მართლაც დაუბრუნდნენ ერთმანეთს და შემდეგი საჯარო დაშორება სოციალურ ქსელებში ემოციური განცხადებებით 2026 წლის მაისში მოხდა. ვირჯინიამ ინსტაგრამ სთორიში ვრცელი ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც ხაზი გაუსვა საკუთარ პრინციპებსა და დამოუკიდებლობას:

მე ყოველთვის მივცემ ჩემს თავს ცხოვრების უფლებას. ვიცხოვრო რეალურად, შიშისა და საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე. სანამ ერთად ვიყავით, მე ბევრი რამ გავიღე ამ ურთიერთობისთვის, ისევე როგორც ყველაფრისთვის, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებ. ბოლოს და ბოლოს, მე ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი, ყოველთვის ძალიან ორიენტირებული ვიყავი ჩემს ოცნებებსა და პასუხისმგებლობებზე, მაგრამ მე ასევე ქალი ვარ და მივეცი საკუთარ თავს უფლება, რომ ბარიერების შექმნის გარეშე მეცხოვრა, ვაფასებდი იმ პატივისცემას, რომელიც ყოველთვის ნებისმიერ ურთიერთობაში მქონდა. 

მთელი ცხოვრების განმავლობაში ვისწავლე, რომ არასდროს უნდა დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რაც ჩემი აზრით, ცხადია. ამიტომ, როდესაც რაღაც აზრს მოკლებულია, მირჩევნია მეყოს სიმამაცე, რომ სიყვარულით დავასრულო, ვიდრე დავრჩე მისი ერთგული.

დღეს ჩვენ ვირჩევთ ერთმანეთის გზების პატივისცემას. ძალიან ვუგულშემატკივრებ ვინისიუსის ბედნიერებას და წარმატებას დიდი სიყვარულით.

მადლობა.


ვინისიუსმა ამას მოკლე, მაგრამ თბილი პოსტით უპასუხა:

მადლობა ყველაფრისთვის! შენს გვერდით გატარებული ყოველი წამი და გაკვეთილი დასამახსოვრებელი იყო. ყველაფერს საუკეთესოს და წარმატებას გისურვებ შენს ცხოვრებაში! ბედნიერებას გისურვებ. ყოველთვის მადლიერი ვიქნები შენი იმისთვის, რომ შენი ცხოვრების ნაწილი მომიძღვენი. თავს გაუფრთხილდი!


მიუხედავად, როგორც ვირჯინიამ ამას დაარქვა „გადაფურცლული გვერდისა“, 2026 წლის ზაფხულში წყვილი კვლავ შერიგდა და სწორედ აქედან იწყება ყველაზე უცნაური მოვლენები. შერიგებიდან ძალიან მალე, ვინისიუსმა ბრაზილიაში, დოქტორ ალესანდრო ალარკონთან ყბის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.



ფეხბურთელის ახალმა გარეგნობამ ინტერნეტში დიდი რეზონანსი გამოიწვია, თუმცა ყველაზე მეტად ყურადღება მიიქცია ვირჯინიას ერთ-ერთი მეგობრის კომენტარმა ოპერაციის შემდგომ ფოტოზე, რომელმაც უბრალოდ დაწერა: „ძლივს!!!“. ამ ერთმა სიტყვამ გულშემატკივრებში სერიოზული ეჭვები გააჩინა. საზოგადოება და გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში აქტიურად წერენ, რომ ვინიმ ეს რადიკალური ცვლილება სწორედ ვირჯინიასა და მისი გარემოცვის ესთეტიკური სტანდარტების გამო, მათი პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლით გაიკეთა, რათა იდეალურად მორგებოდა ინფლუენსერის „გლამურულ სამყაროს“.


დღეს მათი ურთიერთობა სოციალური ქსელების მთავარი განხილვის თემაა, რადგან ვირჯინია ვინისიუსის მადრიდის სახლში გადავიდა და თან ის მარტო არ გადასულა. მან თან წაიყვანა თავისი შვილები, ძიძები და, რაც მთავარია, თავისი მეგობრებისა და ასისტენტების დიდი ჯგუფი. ფეხბურთელის მშვიდი, პროფესიონალური გარემო სრულ ქაოსად იქცა.

ვინისიუსის მდიდრული სახლის ეზოში ახლა საბავშვო გასაბერი სასრიალოები და სათამაშოებია მოწყობილი. ვინის პერსონალური სავარჯიშო დარბაზი, რომელიც მისი ფიზიკური კონდიციების შესანარჩუნებლად იყო განკუთვნილი, ვირჯინიას სამეგობროს შეკრების ადგილად იქცა.



ტვიტერზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ვარჯიშობენ ისინი ერთად, რთავენ ხმამაღალ მუსიკას და იღებენ ვლოგებს. ფანები ირონიულად აღნიშნავენ, რომ ეს ადგილი ახლა უფრო იაფფასიან "Basic-Fit"-ის ქსელს ჰგავს, ვიდრე რეალის ვარსკვლავის პირად სივრცეს.



ვირჯინიამ ვინის სახლის მისაღები ოთახი და გასახდელი სუნამოების სარეკლამო სტუდიად აქცია. მას უამრავი სუნამო აქვს განლაგებული ვინისიუსის გასახდელში, რის გამოც მადრიდისტები წერენ, რომ ფეხბურთელის სახლი სილამაზის მაღაზიის ფილიალად გადაიქცა.



ყველაზე მეტად საზოგადოება უახლესმა გავრცელებულმა ვიდეომ გააღიზიანა, რომელიც პირდაპირ ასახავს ამ ურთიერთობის დისბალანსსა და ფეხბურთელის ინტერესების სრულ უგულებელყოფას. ვიდეოში ჩანს ვითარება ღამის პირველის 20 წუთზე. ვირჯინია ვინისიუსის ოთახში ვიდეოებს იღებს თავისი გამომწერებისთვის ხმამაღლა ლაპარაკობს. ვინი საბოლოოდ თავად აქრობს შუქს, რითიც აშკარა ხდება, რომ ვირჯინიას ცხოვრების წესი მასაც აწუხებს.


Virginia grabando de madrugada para Instagram y Vinicius apagándole las luces para que le deje dormir. Estoy gritando. pic.twitter.com/BXlzteopUj

— gam (@mbafraaude) August 20, 2026


ვინისიუსი, პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, საკუთარ სახლში პრაქტიკულად პირადი სივრცის გარეშეა დარჩენილი. გარედან ისე ჩანს, თითქოს მან დათმო ყველაფერი. შეიცვალა გარეგნობა, საკუთარი სახლი სრულიად უცხო ადამიანების ბანაკად აქცია და ძილის რეჟიმიც კი დაერღვა. ტოქსიკური ურთიერთობების ანალიზის კუთხით, ეს არის ნათელი ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა პარტნიორმა და მისმა ცხოვრების სტილმა მეორეს პირადი საზღვრები, პროფესიული საჭიროებები და სიმშვიდე შეიწიროს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

რეალი
ვინისიუსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

უეფას ახალი წესი: ლივერპული და რეალი ენფილდზე აღარ ითამაშებენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფას ახალი წესი: ლივერპული და რეალი ენფილდზე აღარ ითამაშებენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერის მოულოდნელი სამიზნე - შედგება ტრანსფერი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერის მოულოდნელი სამიზნე - შედგება ტრანსფერი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მბაპეს ბენეფისი - რეალმა ბერნაბეუზე სოსიედადი გაანადგურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მბაპეს ბენეფისი - რეალმა ბერნაბეუზე სოსიედადი გაანადგურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა უთხრა მოურინიომ ვინის გასვლისას? - ემოციური ჟესტი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა უთხრა მოურინიომ ვინის გასვლისას? - ემოციური ჟესტი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

26 აგვ, 2026

უეფას ახალი წესი: ლივერპული და რეალი ენფილდზე აღარ ითამაშებენ

News image

21 სთ წინ

მანჩესტერის მოულოდნელი სამიზნე - შედგება ტრანსფერი?

News image

19 სთ წინ

VIDEO: მბაპეს ბენეფისი - რეალმა ბერნაბეუზე სოსიედადი გაანადგურა

News image

9 სთ წინ

რა უთხრა მოურინიომ ვინის გასვლისას? - ემოციური ჟესტი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება