Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
8 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მონცასთან 2-0 მოგებულ მატჩში შეცვლის შემდეგ უკმაყოფილო ჩანდა, თუმცა Corriere dello Sport-ის ცნობით, ეს უკმაყოფილება ანტონიო კონტეს მიმართულებით არ იყო გამოხატული. ქართველი მსაჯების მოქმედებებმა გააბრაზა.
კვარას ანტონიო კონტეს ხელში სეზონის ბრწყინვალე სტარტი აქვს ნაპოლის შემადგენლობაში, მან 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა სერია ა-ს 6 ტურში.
23 წლის მოთმააშემ თავი მონცასთან მოგებულ შეხვედრაშიც გამოიჩინა, მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო, როცა კონტემ ის 75-ე წუთზე შეცვალა.
იტალიურ პრესაში ვკითხულობთ, რომ ეს რეაქცია მწვრთნელის გადაწყვეტილებასთან არანაირ კავშირში არ იყო.
წყაროს ცნობით, ქართველი მსაჯებისგან თავს დაუცველად გრძნობ და ამაზე ყოველ მატჩში მის წინააღმდეგ აღებული ჯარიმებიც მიუთითებს. Sofascore-ის მიხედვით, მიმდინარე სეზონში კვარას წინააღმდეგ ერთ მატჩში საშუალოდ 2.3-ჯერ ჯარიმდებიან.
კონტემ უკვე გამოთქვა უკმაყოფილება კვარას მიმართ მოპყრობაზე იუვენტუსთან ფრედ დამთავრებული მატჩის წინ, 2 კვირის წინ.
კონტემ ნაპოლის წინა მეტოქე კალიარის მოთამაშეებიც დაადანაშაულა ქართველი ვარსკვლავის წინააღმდეგ უხეშ თამაშში.
"მსაჯებს არ უნდა ეშინოდეთ ყვითელი და წითელი ბარათების ჩვენება.
"თუ მოთამაშის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა, სანქცია აუცილებელია, მიუხედავად იმისა ჯარიმა 30-ე წამზე იყო თუ 95-ე წუთზე. არ მინდა, ვიფიქრო, რომ კალიარის მოთამაშეს კვარას დაზიანება უნდოდა, მაგრამ ვფიქრობ, ის ყვითელ ბარათს იმსახურებდა. სანქცია ნიშნავს თამაშისა და საუკეთესო ტალანტების დაცვას." - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები