10 ოქტომბერს, 15:30 საათზე ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ფარგლებში ტყიბულის მეშახტე თბილისის იბერია 1999-ს უმასპინძლებს.
სატურნირო ცხრილის სათავეში მჭიდრო კონკურენციის ფონზე, თბილისური კლუბისთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებულ ფასს იძენს.
27 ჩატარებული ტურის შემდეგ მოპოვებული 46 ქულით იბერია 1999 საჩემპიონო რბოლაში იმყოფება და ლიდერ დინამო თბილისს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეშახტე 17 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციას იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ხვალ ცხრილის პირველ და მეორეადგილოსნები, დინამო თბილისი და დინამო ბათუმი ხვდებიან ერთმანეთს. ეს დღევანდელ თამაშს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იბერიისთვის.
ჩემპიონატის ფინალურ ფაზაში ნებისმიერ ქულობრივ დანაკარგს შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა ჰქონდეს ტიტულის ბედზე.