-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალში კილიან მბაპეს და ვინისიუსის შეთამაშების დონით აღელვებულები არიან.
Relevo-ს ინფორმაციით, მადრიდულ კლუბში ფეხბურთელებისგან მოედანზე უფრო კარგ ურთიერთგაგებას ელოდნენ. თუმცა, დღეის მდგომარეობით ეს აშკარად არ ხდება: როცა ორივე სასტარტოშია, ან ერთი თამაშობს კარგად, ან ვერცერთი.
რეალში თავიდანვე ხვდებოდნენ, რომ მათი შეთამაშება არც ისე ადვილი იქნებოდა, თუმცა იმედი ჰქონდათ, რომ დროის გასვლასთან ერთად სიტუაცია გაუმჯობესდებოდა.
მიუხედავად ამისა, მადრიდში ცალკეულად მბაპეს და ვინისიუსის დონე ეჭვებს არ იწვევს - ორივეს სასტარტოში ყოფნა აუცილებელია და ამიტომ, ერთ-ერთის სკამზე დატოვება არ განიხილება.
ფეხბურთელების გარემოცვაზე დაყრდნობით Relevo იმასაც წერს, რომ მოედნის ფარგლებს გარეთ ვინისიუსი და მბაპე ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან, თუმცა მეგობრულს მათ ურთიერთობას ვერ დაარქმევ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები