ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე მადრიდის რეალმა ბაზარზე აქტივობა ფაქტობრივად დაასრულა.
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კლუბისთვის ფანჯარა 95%-ით დახურულია.
დარჩენილი 5% მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ გუნდს მოულოდნელი გარემოება შეექმნება. მაგალითად, რომელიმე ფეხბურთელის სერიოზული ტრავმა ან დაუგეგმავი ტრანსფერი. ერთადერთი ზონა, სადაც შესაძლოა ცვლილება მოხდეს, ნახევარდაცვაა. თუ პრემიერლიგის კლუბები ჩუამენის ან კამავინგას სანაცვლოდ სოლიდურ წინადადებებს გამოაგზავნიან და რომელიმე მათგანი გუნდს დატოვებს, რეალი იძულებული გახდება შემცვლელი მოძებნოს.
სხვა მხრივ, კლუბი სატრანსფერო კამპანიით, 6 ახალი შენაძენითა და ენდრიკის დაბრუნებით სრულად კმაყოფილია. ეს ჟოზე მოურინიოს ბოლოდროინდელმა განცხადებადაც დაადასტურა:
არ ვამბობ, რომ სხვა გარიგებები არ იქნება, რადგან ბაზარი ჯერ ისევ ღიაა, მაგრამ პირდაპირ თუ მკითხავთ - ჩემთვის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია