ხორხე დომინგესი ატლეტიკოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდება.
16 წლისა და 241 დღის ასაკში მცველი თუკი დღეს სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს, ეს კლუბისთვის ისტორიული მაჩვენებელი იქნება. აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როდესაც ის დაიბადა, კოკე უკვე პირველ გუნდში თამაშობდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა საზაფხულო ამხანაგურ მატჩებში (ხეტაფეს, მანჩესტერ იუნაიტედის, მანჩესტერ სიტისა და მარსელის წინააღმდეგ), სადაც მანჩესტერ სიტისთან შეხვედრაში გოლიც გაიტანა.
დომინგიესი ატლეტიკოს აკადემიის აღზრდილია და მან მადრიდის რეალის შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც 16 წლის გახდომისთანავე პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.