მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, კილიან მბაპეს მიერ შვებულების ნაადრევად დასრულებისა და პრესეზონზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნების გამო უდიდესი კმაყოფილება გამოხატა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ფრანგი ვარსკვლავის ტალანტი ესპანურ გადაცემა El Chiringuito-სთან ინტერვიუში შეაფასა.
მბაპე დაუჯერებელია. ვარჯიშებზე ხანდახან მეცინება კიდეც, რადგან ის ზედმეტად კარგია. კილიანი სტრატოსფერულ დონეზეა. სწორედ ასეთი მიდგომა მსურს.. ბიჭი, რომელსაც ვარჯიში 14 აგვისტოს უნდა განეახლებინა, 12-ში გამოცხადდა. ეს ჩემთვის უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს
მბაპეს ნაადრევი დაბრუნება ლა ლიგის გასულ სეზონში (2025-2026) ნაჩვენებ შესანიშნავ შედეგებს მოსდევს, სადაც მან 31 მატჩში 25 გოლი გაიტანა.
ფრანგმა თავდამსხმელმა უკვე მოასწრო გოლის გატანა შალკესთან მოგებულ (3:0) ამხანაგურ შეხვედრაში. ახლა კი მოურინიოს გუნდი ლა ლიგის ახალი სეზონის გახსნითი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც სტუმრად, ესპანიოლის წინააღმდეგ გამართავს.