ჟოზე მოურინიომ 2004 წელს ჩელსიში ფრენკ ლამპარდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეგოლე ნახევარმცველად აქცია.
ახლა კი ჩნდება კითხვა: შეძლებს თუ არა განსაკუთრებული იგივეს გამეორებას ჯუდ ბელინგემთან ერთად მადრიდის რეალში?
ინგლისელმა ვარსკვლავმა მადრიდულ სადებიუტო სეზონში 23 გოლი გაიტანა, თუმცა გასულ სეზონში, ტრავმების გამო, მისი შედეგიანობა საგრძნობლად შემცირდა (თუმცა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი მიითვალა). რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, სტივ მაკმანამანმა, ბელინგემის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებზე ისაუბრა:
ყველაზე დიდი ამოცანა მბაპესა და ვინისიუსის საუკეთესო თვისებების გამოყენებაა. ორივეს მარცხნივ თამაში უყვარს, ორივე ბურთისკენ იწევს და არცერთი მათგანი არ არის კლასიკური „ცხრიანი“. შესაბამისად, საინტერესოა, ვინ დარჩება საჯარიმოს ცენტრში. შესაძლოა, სწორედ ჯუდს მოუწიოს საჯარიმოში მეორე ტემპით შეჭრა და თავისი მომენტების ძიება
მაკმანამანის თქმით, მთავარი ინტრიგა ისაა, იპოვის თუ არა მოურინიო საკმარის სივრცეს ბელინგემისთვის მბაპეს, ვინისიუსისა და დიომანდეს გვერდით. მადრიდის რეალს ლა ლიგაში ბარსელონას ჰეგემონიის დასამხობად და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, ბელინგემის გოლები კვლავ ჰაერივით სჭირდება.