ჟოზე მოურინიომ ვინისიუს ჟუნიორსა და ბენფიკასთან დაკავშირებულ სკანდალურ კონფლიქტზე ისაუბრა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ სიტუაცია რთული იყო, თუმცა პასუხი ძალიან მარტივია:
პრესტიანი იყო ჩემი მოთამაშე. 20 მოთამაშეც რომ მოსულიყო ჩემ წინააღმდეგ, მე მაინც პრესტიანის მხარეს ვიქნებოდი. საუბარი ამით მთავრდება.
მოურინიომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინისიუსმა იცის, ვისი იმედი უნდა ჰქონდეს:
როცა ბოლოს ძალიან ნათელი პენალტი არ დაუდეს, მე უკვე მოედნის შუაგულში ვიყავი და მისთვის ვიბრძოდი. მან იცის, რომ მის გვერდით ვიქნები.