მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიო, როდრიზე ღიად ისაუბრა.
ჟურნალისტი: „როდრის ესაუბრეთ?“
ჟოზე: „დიახ, მას რამდენჯერმე ვესაუბრე. რეალმა როდრის ძალიან კარგი შეთავაზება გაუკეთა. მას ეჭვები ჰქონდა. როდრის ეჭვებმა კი მეც დამაეჭვა.
ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და ჩვენთან მიმართებით ძალიან კორექტულად მოიქცა. თუმცა რეალი ისეთი მასშტაბის კლუბია, რომ ფეხბურთელები ორჯერ არ უნდა დაფიქრდნენ. როცა რეალიდან გირეკავენ, მოთამაშეები უბრალოდ კითხულობენ: „როდის უნდა ჩამოვიდე?“
თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდრი ჩვენთან ძალიან კორექტული იყო და წარმატებას ვუსურვებ. ოღონდ, რა თქმა უნდა, ზედმეტად დიდ წარმატებას - არა.“
ჟურნალისტი: „ეს აღიქმება, როგორც ბარსელონას გამარჯვება რეალთან ბრძოლაში?“
ჟოზე: „გამარჯვებები მოედანზე ხდება. გამარჯვება არის ქულები და ტიტულები.“
ბარსელონას ოფიციალური განცხადება როდრის ტრანსფერზე