რეალმა როდრის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო.
ესპანური გრანდი მანჩესტერ სიტის როდრის თაობაზე უკვე დაუკავშირდა.
ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის სიტყვიერი მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გარიგებას მწვანე შუქი აუნთო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეალი ნახევარმცველის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროზე მეტის გადახდისთვის არის მზად.
პრემიერლიგის გასულ სეზონში როდრიმ 21 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
მსოფლიო ჩემპიონატზე მან ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში რვავე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.