ფრანკ რიბერიმ 2013 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვება გაიხსენა.
„იდეალური წელი იყო, ამაზე მეტის მიღწევა ფიზიკურად არ შემეძლო. ეს ოქროს ბურთი სამუდამოდ დარჩება უსამართლობად, ჯერ კიდევ ვეძებ ახსნა-განმარტებებს.
ვერასდროს ვერ მივხვდები, რატომ გაახანგრძლივეს ხმის მიცემა ორი კვირით.
მესი და რონალდუ ჩემს მიმართ პატივისცემით იყვნენ განწყობილნი. იცოდნენ, რომ მათ დონეზე ვიყავი. თავმდაბლად რომ ვილაპარაკო, 2013 წელს მათი შესაშური არაფერი მქონდა." - აღნიშნა ბაიერნის ექს-ვინგერმა.
FIFA-ს და France Football-ის კოლაბორაციით გადაცემული ოქროს ბურთის გამოკითხვაში რიბერი იმ წელს მე-3 ადგილზე გავიდა, ლეო მესის მეორე ერგო, ჯილდო კი კრიშტიანუ რონალდუმ მიიღო.