სტრასბურგის მთავარი მწვრთნელი ლიამ როსენიორი ჩელსის სათავეში კვირის ბოლომდე უნდა ჩადგეს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ენცო მარესკას გათავისუფლების შემდეგ ჩელსის დროებითი მთავარი მწვრთნელი, კალუმ მაკფარლეინი, გუნდს ოთხშაბათს ფულემმთან მატჩშიც გაუძღვება. შეგახსენებთ, რომ მან რამდენიმე დღის წინ გუნდი მანჩესტერ სიტის შეხვედრაზეც გაიყვანა, რომელიც 1:1 დასრულდა.
მოსალოდნელია, რომ როსენიორი ჩელსის ოფიციალურად შაბათისთვის ჩაიბარებს — სწორედ იმ დროისთვის, როცა ლონდონური კლუბი ინგლისის თასის მესამე რაუნდში ჩარლტონს დაუპირისპირდება.
ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, როსენიორი, რომელმაც ჩელსისთან მოლაპარაკებები უკვე წარმატებით გამართა, სამშაბათს დილით საფრანგეთში დაბრუნდება, რათა პრესკონფერენცია ჩაატაროს. ვარაუდობენ, რომ 41 წლის ინგლისელი სპეციალისტი სტრასბურგს ოფიციალურად დაემშვიდობება და ამის შემდეგ ჩელსიში მუშაობას დაიწყებს.