ბარსელონა კამპ ნოუზე ამ წლის დეკემბერში უნდა დაბრუნდეს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, განახლებული კამპ ნოუ 2024 წლის 15 დეკემბერს გაიხსნება.
თავდაპირველი გეგმით, კლუბის დირექტორთა საბჭოს სტადიონის გახსნა ბარსელონას 125 წლის იუბილეზე, 29 ნოემბერს სურდა.
თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ კლუბი არ აჩქარდება და ლა ლიგას სთხოვს, რომ განახლებულ სტადიონზე პირველი მატჩი 15 დეკემბერს ჩატარდეს.
თავდაპირველად, სტადიონის მხოლოდ 60%-ს შევსება იქნება შესაძლებელი (დაახლოებით 63 ათასი ადამიანი), ხოლო რეკონსტრუქციის სრულად შესრულების შემდეგ, არენა 105 000 ადამიანს დაიტევს.