როდრიგოს მომავალი მადრიდის რეალში ბურუსით არის მოცული.
The Athletic-ის ჟურნალისტის, მარიო კორტეგანას ინფორმაციიტ, ბრაზილიელ ფეხბურთელს პრემიერ ლიგის გრანდები აკვირდებიან, ყველაზე აქტიურად - არსენალი, რომლის მწვრთნელი მიკელ არტეტაც დარწმუნებულია, რომ როდრიგოს მის გუნდში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
თავად ბრაზილიელს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია - მას სურს, გუნდის ახალ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს გაესაუბროს და მისი პოზიცია მოისმინოს.
როდრიგოს სურს, ალონსოს პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად იგრძნოს თავი და ასევე იმასაც გაუსვას ხაზი, რომ თავს ყველაზე კარგად მარცხენა ფლანგზე თამაშისას გრძნობს.