ბარსელონას მცველმა, ერიკ გარსიამ ვალენსიასთან მატჩში როდრისთან შეჯახების შემდეგ ცხვირი განმეორებით გაიტეხა.
ლა ლიგის შეხვედრის 25-ე წუთზე (5:0), საჯარიმოში ორთაბრძოლისას, როდრიმ შემთხვევით შუბლი მოარტყა მის ზურგსუკან მყოფ გარსიას სახეში. ერიკს ძლიერი სისხლდენა დაეწყო და მოედანი დატოვა - მის ნაცვლად თამაშში ჟიულ კუნდე ჩაერთო.
Diario Sport-ის ინფორმაციით, მცველს ცხვირის მოტეხილობა აქვს - უახლოეს ხანში გაირკვევა, დასჭირდება თუ არა მას ქირურგიული ჩარევა.
გარსიამ ანალოგიური ტრავმა 2025 წლის ნოემბერში, ჩემპიონთა ლიგაზე ბრიუგეს წინააღმდეგ მატჩშიც მიიღო, თუმცა მაშინ ოპერაციის აცილება მოხერხდა.