ლევან ჩოხელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც საუბრობს თუ როგორ ჩაიარა მისმა მოსამზადებელმა კემპმა.
მოგესალმებით მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ მოსამზადებელმა კემპმა ძალიან კარგად ჩაიარა, ბოლო 10 დღე საქართველოში გავიარე და დავასრულე მომზადება.
მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო მერაბ დვალიშვილის აკადემიას, ახალი გახსნილი დარბაზია და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც ვყოფილვარ და ძალიან მაგარი გარემოა.
ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კლუბ ვეფხისტყაოსანს და მთლიანად ჩემს გუნდს მომზადებისთვის.
მადლობა და შევხვდებით 5 დეკემბერს, საუდის არაბეთში." - ამბობს ქართველი მებრძოლი.
ლევან ჩოხელი UFC-ში თავის მე-2 ბრძოლას ისლამ დულატოვის წინააღმდეგ გამართავს.