2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმა დარჩენის შემდეგ, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ინგლისის ნაკრებს უბრუნდება.
მადრიდის რეალის მცველმა ტომას ტუხელისგან ერთა ლიგის მატჩებისთვის (მათ შორის ესპანეთის წინააღმდეგ) გამოძახება უკვე მიიღო.
ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ემილ ჰესკი ტრენტის პროფესიონალიზმს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს:
„როცა ტუხელმა მუნდიალზე არ წაიყვანა, მას ხმა არ ამოუღია და ზედმეტი კომენტარები არ გაუკეთებია. უბრალოდ, თავი ჩახარა, დაუღალავი შრომა გააგრძელა და დაამტკიცა, რომ ნაკრებში დაბრუნებას იმსახურებს.“
ტუხელის ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ ნიუკასლის მცველის, ტინო ლივრამენტოს ტრავმამაც განაპირობა. თუმცა, მადრიდის რეალში ფორმის აღდგენის შემდეგ, ტრენტი ეროვნულ გუნდში მარჯვენა ფლანგზე ახლა მთავარი და, ფაქტობრივად, ერთადერთი გამოკვეთილი კანდიდატია. მასთან ერთად, ნაკრებში ტუხელმა კიდევ ერთი ვარსკვლავი, მორგან გიბს-უაითიც დააბრუნა.