გიორგი ქოჩორაშვილმა სევილიას მაისურით ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა.
ესპანეთის ლა ლიგის მე-8 ტურში სევილია სტუმრად ლევანტეს დაუპირისპირდა, სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ყოფილ გუნდს შეხვდა.
მატჩის დაწყებამდე ვალენსიელმა გულშემატკივრებმა ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც ესპანური კარიერა სწორედ ლევანტეში დაიწყო, თბილი ოვაციები მიაგეს.
ქოჩორაშვილმა შეხვედრა ანდალუსიელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 88 წუთი დაყო და მისი ასპარეზობა 7.0 ქულით შეფასდა. თავად მატჩი უკიდურესად უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა.
სევილია ურესა და ფელიშ კორეას გოლებით ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, თუმცა მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს. კომპენსირებულ დროში რომეროს გოლით სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ, სანამ 90+10-ე წუთზე ნდუკვემ ლევანტეს ქულა გადაურჩინა - 3:3.
ამ ფრეს შემდეგ სევილიამ 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს.