ეროვნული ლიგის გუნდებმა სანაკრებო პაუზა ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისთვის მოსამზადებლად გამოიყენეს და ამხანაგური მატჩები გამართეს.
ბათუმის დინამო ერევანში სომხეთის ჩემპიონატის ლიდერ ნოას ესტუმრა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულა. საქართველოსა და სომხეთის ჩემპიონატების ლიდერების მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.
მატჩში თავი დავიდ სუალეჰემ და მარიო გონსალესმა გამოიჩინეს. შესვენების შემდეგ ბათუმელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს: ჯერ გუნდის ბრაზილიელმა ლეგიონერმა, მაურიდესმა შეამცირა სხვაობა, ხოლო მოგვიანებით გიორგი ფუტკარაძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამხანაგური შეხვედრა გამართა რუსთავმაც, რომელმაც თელავს უმასპინძლა. პირველ ტაიმში ჩამორჩენის მიუხედავად, მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და მეტოქე 3:1 დაამარცხეს. რუსთაველთა მხრიდან გოლები გური კაკაბაძემ (დუბლი) და ირაკლი იაკობიძემ გაიტანეს.