პრემიერლიგის ახალი სეზონი იწყება.
არსენალი ტიტულის დაცვას იწყებს, მანჩესტერ სიტი ენცო მარესკას ხელმძღვანელობით ახალ ეპოქაში შედის, ჩელსის ჩაბი ალონსო წვრთნის, ხოლო ლივერპულს ანდონი ირაოლა.
როგორ ხვდებიან გუნდები 2026-27 წლების სეზონს?
წარმოგიდგენთ პრესეზონის 10 მთავარ გამარჯვებულსა და დამარცხებულს:
გამარჯვებული: კრისტოს ცოლისი – ბერძენმა ტალანტმა არსენალის შემადგენლობაში ბრწყინვალე პრესეზონი ჩაატარა და სუპერთასზეც გაიბრწყინა.
დამარცხებული: მანჩესტერ სიტის რეკონსტრუქცია – მარესკას გუნდს ცენტრში პრობლემები აქვს და ახალ სეზონში ადაპტაციისთვის დიდი დრო დასჭირდება.
გამარჯვებული: ჟოაო პედრო – ბრაზილიელმა ჩელსის რიგებში 7 გოლი გაიტანა და საოცარ ფორმაშია.
დამარცხებული: ლივერპულის სიღრმე – ირაოლას გუნდს ფეხბურთელების კრიტიკული ნაკლებობა აქვს და სასწრაფოდ გაძლიერებას საჭიროებს.
გამარჯვებული: იფეანი ნდუკვე – ავსტრიელმა ტალანტმა ლივერპულში ყველას თავი შეაყვარა, თუმცა ვიზის პრობლემის გამო, დიდი ალბათობით, იჯარით წავა.
დამარცხებული: ნიუკასლი – ედი ჰაუს მოულოდნელი წასვლისა და ლიდერების გაყიდვის შემდეგ, გუნდი უმძიმეს კრიზისშია.
გამარჯვებული: ჯეი ჯეი გაბრიელი – 15 წლის ტალანტი მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში შევიდა და წინ დიდი მომავალი აქვს.
დამარცხებული: მაიკლ კერიკი – მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ საკმარისი რესურსი და ხარისხი არ აქვს.
გამარჯვებული: ბრაიან მაჯო – ასტონ ვილას 17 წლის ტალანტმა ევროპის სუპერთასზე პსჟ-ს საოცარი გოლი გაუტანა.
დამარცხებული: ელი ჟუნიორ კრუპი – ბორნმუთის ვარსკვლავმა მძიმე ტრავმა მიიღო, რამაც მისი ტრანსფერი ტოპ-კლუბში ჩაშალა.