შვეიცარიულმა ბრენდმა On-მა ინოვაციური ბუცების პროტოტიპი წარადგინა.
სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ცნობილმა შვეიცარიულმა ბრენდმა On-მა საფეხბურთო ინდუსტრიაში ოფიციალურად შესვლა სრულიად განსხვავებული და რადიკალური მიდგომით აღნიშნა.
ბრენდმა, რომელმაც ნაიკთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ თავის წარმომადგენლად კილიან მბაპე გააფორმა, ლა ლიგაში, ვილიარეალის წინააღმდეგ მატჩში, ფრანგ ვარსკვლავს სრულიად ახალი პროტოტიპი - ON-DCPT-KM010 მოარგო.
On-ის მთავარი ტექნოლოგიური იარაღი LightSpray-ია, რომელიც თავდაპირველად სარბენ ფეხსაცმელებში გამოიყენებოდა. რობოტული მკლავი სპეციალურ ქსოვილს ნაკერებისა და წებოს გარეშე, პირდაპირ თარგზე ასხურებს, რაც ბუცს უპრეცედენტო სიმსუბუქესა და კომფორტს ანიჭებს.
ტრადიციული საიდუმლოებისგან განსხვავებით, კომპანიამ არჩია პროდუქტის შექმნის, ტესტირებისა და განვითარების პროცესი სრულიად გამჭვირვალე გახადოს გულშემატკივრებისთვის.
ახალი საფეხბურთო კოლექციის ოფიციალური კომერციული გაყიდვები 2027 წლისთვის იგეგმება.