VIDEO: მბაპე-დიომანდეს ლამაზი გოლები - რეალი კლასიკოს კარგ ხასიათზე ხვდება
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში მადრიდის რეალმა ბერნაბეუზე ლაიფციგს უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გაიხსნა. 43-ე წუთზე მადრიდელები ბერნარდუ სილვამ დააწინაურა და თავის გუნდს ტაიმიც მოაგებინა.
მეორე ტაიმის სტარტზე სხვაობა გაიზარდა. 52-ე წუთზე კილიან მბაპეს თავურის შემდეგ კარის ხაზიდან გოლი არდა გიულერმა გაიტანა.
83-ე წუთზე თავი მბაპემაც გამოიჩინა. იან დიომანდეს პასის შემდეგ ფრანგმა საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი გოლი შემოგვთავაზა.
85-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს, ტიდიამ გომისმა ანგარიში 3-1 გახადა, თუმცა აქედან 2 წუთში ბრაჰიმ დიასის პასით იან დიომანდემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 4-1 დააფიქსირა.
რეალმა ლიგის ფაზის სამივე მატჩი მოიგო და იმ 4 გუნდს შეუერთდა, რომელმაც ეს მოახერხა: პსჟ, ასტონ ვილა, ლივერპული და ბეტისი.
შემდეგ მატჩს ჟოზე მოურინიოს გუნდი 26 ოქტომბერს კამპ ნოუზე ბარსელონას წინააღმდეგ გამართავს.