მსოფლიო ფეხბურთი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ჯილდოს გადაცემის ცერემონიალისთვის ემზადება.
ოქროს ბურთის 70 წლის ისტორიაში პირველად, გრანდიოზული ღონისძიება საფრანგეთის საზღვრებს გასცდება და 26 ოქტომბერს, ინგლისის დედაქალაქში, ლონდონ პალადიუმის თეატრში გაიმართება.
საიუბილეო საღამოს წამყვანები ფეხბურთის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი სახეები იქნებიან. ცერემონიალს არასენალისა და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა ტიერი ანრი და გამოცდილი ტელეწამყვანი ქეით სკოტი წაიყვანენ.
ანრიმ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ამ მასშტაბის ღონისძიების გაძღოლა, მით უმეტეს ლონდონში, რომელსაც საკუთარ სახლად მიიჩნევს. ქეით სკოტისთვის კი ეს პირველი გამოცდილება არ არის, მას ოქროს ბურთის დაჯილდოება წარსულშიც რამდენჯერმე მიჰყავდა.
ტრადიციისამებრ, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული ორიგინალ თასს მიიღებს, რომელსაც France Football სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებს. 26 ოქტომბერს მთელი მსოფლიოს ყურადღება ლონდონისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც გაირკვევა, თუ ვინ გახდება საფეხბურთო სამყაროს ახალი მწვერვალის მპყრობელი.