ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის ცენტრალური მატჩის წინ, სადაც პარი სენ-ჟერმენი ბარსელონას უმასპინძლებს, პსჟ-ს ნახევარმცველმა ვიტინიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
პორტუგალიელ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟოაო ნევეშის მიმდინარე ფორმასთან დაკავშირებით ჰკითხეს.
ვიტინიას თქმით, იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ მოთამაშეს ფორმაში შესვლა უჭირს და ძირითად შემადგენლობაშიც იშვიათად ხვდება, არანაირი განსაკუთრებული ახსნა არ აქვს და ეს ფეხბურთისთვის ჩვეულებრივი პროცესია:
არავითარი ახსნა არ არსებობს. ყველა ფეხბურთელს აქვს აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები. ვცდილობთ, მაქსიმალურად სტაბილურები ვიყოთ. იმედი გვაქვს, რომ ხვალ ყველანი საუკეთესო ფორმაში ვიქნებით. როგორც კი კვარა ან ნევეში რომელიმე მატჩს გამოტოვებს, ხალხი მაშინვე ლაპარაკს იწყებს, თუმცა, ეს ნორმალურია, უბრალოდ კონკურენციაა, ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, თანაც ზაფხულში რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც დავიმატეთ.