მარჯანიშვილის თეატრში გამართულ საღამოზე (Golden Week of Football Tbilisi) იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ფრანჩესკო ტოტიმ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. იტალიელი ვარსკვლავი თბილისს სპეციალურად ოქროს ბურთის ქართველი ნომინანტის მხარდასაჭერად ეწვია.
ტოტის თქმით, კვარაცხელიამ წლიდან წლამდე საოცარი პროგრესი აჩვენა და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა შორის დაიმკვიდრა ადგილი:
სიმართლე გითხრათ, პირველად კვარაცხელია რომ ვნახე, დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ვიცოდი, რომ დიდი ენერგია და ამბიცია ჰქონდა. ის სულ სხვა სამყაროდან, ბათუმის დინამოდან მოდიოდა, მაგრამ ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ და, როგორც გლადიატორმა ეტლებითა და ცხენებით, თავისი მაინც გაიტანა.
ასე რომ, დღეს ის ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულშია, სადაც მოხვედრა იოლი სულაც არ გახლავთ. მან წლიდან წლამდე ხარისხობრივი ნახტომი გააკეთა და ჩვენ მისი საოცარი განვითარების მომსწრენი გავხდით. ვფიქრობ, ახლა თუ არა, ხვიჩა ოქროს ბურთს მომავალში მაინც მოიგებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის 6 ქართველი ფეხბურთელი დასახელებულა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველია, ვისაც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი აქვს.