ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში პსჟ-მ არსენალს სახლშიც მოუგო, ორი მატჩის ჯამში 3:1 იმარჯვა და ფინალში გავიდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე სრული მატჩი ჩაატარა და თავისი გუნდის ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა.
გამოცემა SofaScore-მ კვარაცხელიას ამ მატჩისთვის 6.8 შეფასება დაუწერა.
რაც ყველაზე მთავარია, კვარამ და პსჟ-მ არსენალის ბარიერი დამაჯერებლად გადალახეს და 31 მაისს, მიუნხენში, ალიანც არენაზე, ფინალში ინტერს დაუპირისპირდებიან.
VIDEO: კვარა ფინალშიააა! პარი სენ-ჟერმენმა არსენალი დაამარცხა