ფერან ტორესმა ბარსელონას ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრა.
„დროის გასვლის შემდეგ, დადებითად ვარ განწყობილი. შემდეგ ეტაპზე გასვლას დიმსახურებდით. ყველაზე რთული ამოცანა, კერძოდ ანგარიშის გათანაბრება არაერთხელ მოვახერხეთ, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება ხოლმე. ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ეჭვგარეშეა, რომ დავამტკიცეთ, რომ მომავალში შანსები კიდევ გვექნება.
ფინალში გასასვლელად ყველაფერი გავაკეთეთ. თუმცა, ახლა შემდეგ თამაშზე უნდა ვიფიქროთ, კერძოდ კლასიკოზე, რომელმაც შესაძლოა ლა ლიგის ჩემპიონობა მოგვიტანოს.
ინტერთან მატჩში მსაჯობის დავიწყებას ვისურვებდი. მწვრთნელმა და თანაგუნდელებმა ყველაფერი თქვეს უკვე, რასაც ჩვენ ვფიქრობთ." - აღნიშნა ბარსელონას თავდამსხმელმა.