ფრანგული ლიგა 1-ს 33-ე ტურში პსჟ-მ სტუმრად გავარდნილი მონპელიე 4:1 გაანადგურა.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების შემდეგ, ლუის ენრიკემ ამ მატჩში პრაქტიკულად სათადარიგო ფეხბურთელები ათამაშა, თუმცა დიდი ანგარიშით გამარჯვება მაინც შეძლო.
ჰეთ-ტრიკის გატანა შეძლო პორტუგალიელმა გონსალო რამოშმა, კიდევ ერთი გოლი კი მაიულუმ გაუტანა.
ხვიჩა კვარაცხელიამ, ისევე როგორც პსჟ-ს სხვა ლიდერებმა, მატჩში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან ლუის ენრიკემ მათი დასვენება გადაწყვიტა.
33 ტურის შემდეგ პსჟ 81 ქულით ლიდერობს ცხრილს და მეორეადგილოსან მონაკოს 20 ქულით უსწრებს, ბოლო ტურში გუნდი შინ ოსერს დაუპირისპირდება.