ლიგა 1-ს ბოლოს წინა ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმა სტუმრად რეიმსი 2:0 დაამარცხა და 30 ქულა დააგროვა.
ზურიკომ მოედანზე 84 წუთი გაატარა და SofaScore-სგან 6.4 შეფასება მიიღო.
პარალელურად მიმდინარე მატჩში ლე ავრს რომ საკუთარ მოედანზე მარსელთან მოეგო, სენტ-ეტიენი ოფიციალურად ლიგა 2-ში დაქვეითდებოდა, თუმცა მარსელმა სტუმრად 3:1 იმარჯვა, რამაც დავითაშვილის გუნდს გადარჩენის შანსები შეუნარჩუნა.
ბოლო ტურში სენტ-ეტიენმა შინ ტულუზას უნდა მოუგოს, ლე ავრმა კი გასვლაზე სტრასბურგთან ქულები დაკარგოს, ასეთ შემთხვევაში ზურიკო დავითაშვილის გუნდი ჩემპიონატში დასარჩენ პლეიოფში გაინაღდებს მონაწილეობას.
სხვა ნებისმიერი შედეგი - სენტ ეტიენის ფრე, მარცხი ან თუნდაც ლე ავრის გამარჯვება და გუნდი ოფიციალურად დაქვეითდება.