ფრანგული RMC Sport ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო მიღწევის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
პსჟ-სთან ერთად ლიგა 1-ის მოგების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ შეიძლება სერია ა-ც მოიგოს ნაპოლისთან ერთად, სადაც მან სეზონის პირველ ნაწილში ითამაშა. თუმცა ლიგა მხოლოდ მათ აჯილდოებს, ვინც გამარჯვების მომენტშია დარეგისტრირებული გუნდში, საბოლოო გადაწყვეტილება კი ნაპოლიზე იქნება.
ნაპოლი სერია ა-ში პირველ ადგილზეა და ინტერს 3 ქულით უსწრებს, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და ნაპოლის ფურცელზე მარტივი კალენდარი აქვს მაგრამ თუ აძურიმ მე-4 სკუდეტო მოიგო, კვარაცხელია ავტომატურად ჩემპიონი არ იქნება პირველ 6 თვეში მონაწილეობის მიღების გამო.
სერია ა იტალიის ჩემპიონ გუნდს მედლებს სეზონის ბოლოს გადასცემს, რომელიც იმ მომენტში დარეგისტრირებულ მოთამაშეებს ეხებათ. ვინც გუნდის ნაწილი აღარ არის, ავტომატურად სიაში ვერ ხვდება. შესაბამისად ნაპოლიმ კვარაცხელია და სხვები, ვინც გუნდი ზამთარში დატოვა, თავად უნდა შეიყვანოს სიაში, რათა იტალიის ჩემპიონობა მათაც ჩაეთვალოთ.
ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში ნაპოლის შემადგენლობაში 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1187 წუთი ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა. პსჟ-ში გადასვლის შემდეგ მას 22 მატჩში 4 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს.
ეს წელი შესაძლოა ისტორიული აღმოჩნდეს ქართველი შემტევისთვის, რომლის კლუბი პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაც იბრძვის.