სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ორი სათამაშო ტურის შემდეგ, ერთა ლიგაზე საქართველოს ჯგუფში საინტერესო ვითარება განვითარდა.
საქართველომ ორივე თავისი მატჩი მოიგო და ჯგუფს ერთპიროვნულად, 6 ქულით ლიდერობს.
იმ დროს, როცა ჩვენ ალბანეთს ტირანაში ვუგებდით, პარალელურად ჩეხეთსა და უკრაინას შორის უხვგოლიანი დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც ჩეხებმა 3:2 იმარჯვეს და ჯგუფში პირველი სამი ქულაც დააგროვეს.
ამრიგად, ერთადერთი ნაკრები, რომელიც ორი ტურის შემდეგ უქულოდ არის - უკრაინაა, რომელმაც პირველ ტურში ალბანეთთან წააგო, მეორეში კი - ჩეხეთთან. მომდევნო მატჩს სერგეი რებროვის გუნდი 11 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, პოლონეთში გამართავს.
2 ტურის შემდეგ კი ასეთი სიტუაციაა:
1. საქართველო - 6 ქულა (გოლები 5:1)
2. ალბანეთი - 3 ქულა (2:2)
3. ჩეხეთი - 3 ქულა (4:6)
4. უკრაინა - 0 ქულა (3:5).
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები