იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რომელ კალათაში იქნება საქართველო ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

რომელ კალათაში იქნება საქართველო ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე?

40 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების მოახლოებასთან ერთად ცნობილი ხდება ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისთვის ნაკრებების სავარაუდო განაწილება კალათებში.


საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე 54 გუნდიდან უკვე საბოლოოდ გარკვეულია თუ რომელ კალათაში იქნება 44 გუნდი.


მათ შორის უკვე ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს მე-3 კალათაში მოხვედრა უკვე გარანტირებული აქვს.


პირველი კალათა


ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, დანია, გერმანია, ბელგია, საბერძნეთი, ნორვეგია, ხორვატია (83.8%).


მეორე კალათა


უელსი, სერბეთი, თურქეთი, ჩეხეთი (83.8%), შვეიცარია, შვედეთი, ავსტრია, უნგრეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სლოვენია (91.4%), კოსოვო (55.6%).


მესამე კალათა


შოტლანდია (91.4%), ირლანდია (55.6%), უკრაინა, პოლონეთი, ისრაელი, რუმინეთი, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი (65.6%), ისლანდია (93.2%), სლოვაკეთი.


მეოთხე კალათა


ბელარუსი (65.6%), ესტონეთი (93.2%), კვიპროსი, ფარერის კუნძულები, ფინეთი, მოლდოვა, სომხეთი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ლატვია, სან მარინო.


მეხუთე კალათა 


მალტა, აზერბაიჯანი, ლიეტუვა, ანდორა, გიბრალტარი, ლიხტენშტეინი.


ხორვატიის, ჩეხეთის, სლოვენიის, კოსოვოს, შოტლანდიის, ირლანდიის, ალბანეთის, ისლანდიის, ბელარუსისა და ესტონეთის საბოლოო კალათები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გაირკვევა. (ამ გუნდებს ფრჩხილებში მიწერილი აქვთ, თუ რა ალბათობაა მათი აღნიშნულ კალათებში მოხვედრის.)


ერთა ლიგის ბოლო ტურში უკრაინის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-3 ადგილს დაიკავებს და 2027 წლის მარტში დივიზიონში დასარჩენი პლეიოფის თამაში აღარ მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი, დიდი ალბათობით, კლასიკურ საკვალიფიკაციო ეტაპზე 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდება და შესარჩევის თამაშს მარტშივე დაიწყებს.


უკრაინასთან ვერმოგების შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრებს 2027 წლის მარტში C დივიზიონის გუნდთან პლეიოფის თამაში და B დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევს, შესაბამისად საკვალიფიკაციო ეტაპზეც 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდება და შესარჩევის მატჩების გამართვას 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.


ევრო 2028-ზე შესარჩევი ჯგუფების გამარჯვებულები და 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი ავტომატურად გავლენ, 4 უარესი მეორეადგილოსანი კი გამსვლელი გუნდის ვინაობას ერთა ლიგიდან პლეიოფში გადმოსულ გუნდებთან გაარკვევს.


ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისწყრა 6 დეკემბერს გაიმართება.


ბოლო ტურის წინ - რა მდგომარეობაა საქართველოს ნაკრების ჯგუფში?

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ევროპის ჩემპიონატი
საქართველოს ეროვნული ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„მიჭირს, მაგრამ უნდა წამოვდგე", - კვარა ნემსაძის წუთიერ დუმილზე ფეხზე წამოდგა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მიჭირს, მაგრამ უნდა წამოვდგე", - კვარა ნემსაძის წუთიერ დუმილზე ფეხზე წამოდგა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: კვარას რეაქცია საქართველოს ნაკრების გაუქმებულ გოლზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: კვარას რეაქცია საქართველოს ნაკრების გაუქმებულ გოლზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: „ძალიან ვამაყობ რომ ქართველია", - კვარა დვალიშვილზე საუბრობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: „ძალიან ვამაყობ რომ ქართველია", - კვარა დვალიშვილზე საუბრობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბოლო ტურის წინ - რა მდგომარეობაა საქართველოს ნაკრების ჯგუფში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბოლო ტურის წინ - რა მდგომარეობაა საქართველოს ნაკრების ჯგუფში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

„მიჭირს, მაგრამ უნდა წამოვდგე", - კვარა ნემსაძის წუთიერ დუმილზე ფეხზე წამოდგა

News image

3 სთ წინ

VIDEO: კვარას რეაქცია საქართველოს ნაკრების გაუქმებულ გოლზე

News image

3 სთ წინ

VIDEO: „ძალიან ვამაყობ რომ ქართველია", - კვარა დვალიშვილზე საუბრობს

News image

1 სთ წინ

ბოლო ტურის წინ - რა მდგომარეობაა საქართველოს ნაკრების ჯგუფში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება