• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
რონალდუ, ბენზემა და.. აზარი? ბეილმა საუკეთესო თანაგუნდელები დაასახელა
ფეხბურთიფეხბურთი

რონალდუ, ბენზემა და.. აზარი? ბეილმა საუკეთესო თანაგუნდელები დაასახელა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უელსური ფეხბურთის ლეგენდამ, გარეთ ბეილმა, კარიერის განმავლობაში ნანახი საუკეთესო თანაგუნდელებისგან სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა.


ბუნებრივია, სიაში რეალ მადრიდის ვარსკვლავები ჭარბობენ, თუმცა ბეილმა ადგილი ტოტენჰემის ძველ მეგობრებსაც მოუძებნა.


დაცვა და მეკარე


კარს ბეილის გუნდში ტიბო კურტუა იცავს. დაცვის ხაზში კი ნამდვილი მადრიდული სიმტკიცეა: სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი და მარსელო. რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს, აქ ბეილმა ტოტენჰემიდან კაილ უოკერი აირჩია. „მას საოცარი კარიერა აქვს და დღემდე უმაღლეს დონეზე თამაშობს“, - აღნიშნა ბეილმა. საინტერესოა, რომ მან საუკეთესოთა მიღმა ისეთი მცველები დატოვა, როგორებიც პეპე და ლედლი კინგი არიან.


ნახევარდაცვა


ნახევარდაცვის ცენტრში ბეილმა რეალ მადრიდის ლეგენდარული ტრიო დააყენა: ტონი კროოსი, კაზემირო და ლუკა მოდრიჩი. ხორვატ ვარსკვლავთან ბეილს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს, რადგან მასთან ერთად ჯერ ლონდონში, შემდეგ კი ესპანეთში თამაშობდა.


თავდასხმა და მთავარი სიურპრიზი


შეტევის ხაზში კრიშტიანუ რონალდუსა და კარიმ ბენზემას ყოფნა არავის გაკვირვებია, მათთან ერთად ბეილმა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტრიო შექმნა. თუმცა, მესამე შემტევად ბეილმა ყველასთვის მოულოდნელი არჩევანი გააკეთა და ედენ აზარი დაასახელა.


საკუთარ თავს თუ არ ჩავთვლი, აზარს ავირჩევ. ვიცი, მადრიდში საუკეთესო პერიოდი არ ჰქონია, მაგრამ მთლიანობაში ის დაუჯერებელი ფეხბურთელი იყო.


მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელი რეალ მადრიდის ისტორიაში ერთ-ერთ მთავარ იმედგაცრუებად ითვლება, უელსელმა აქცენტი მის კარიერულ პიკზე გააკეთა.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბეილი
კროოსი
ლუკა მოდრიჩი
რეალი
რონალდუ
ტოტენჰემი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,რობერტო კარლოსის დაზღვევაც გვიწევდა" - ბექჰემი ტრენტზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,რობერტო კარლოსის დაზღვევაც გვიწევდა" - ბექჰემი ტრენტზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაპორტა: „ესპანელ მსაჯებს ბარსელონიტი აქვთ, სულ რეალს ეხმარებიან"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაპორტა: „ესპანელ მსაჯებს ბარსელონიტი აქვთ, სულ რეალს ეხმარებიან"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ დაუპირისპირდა ვინისიუსი კამავინგას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ დაუპირისპირდა ვინისიუსი კამავინგას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი და რონალდუ წარსულს ჩაბარდნენ? მბაპე პირველობას უმიზნებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი და რონალდუ წარსულს ჩაბარდნენ? მბაპე პირველობას უმიზნებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 სთ წინ

,,რობერტო კარლოსის დაზღვევაც გვიწევდა" - ბექჰემი ტრენტზე

News image

2 სთ წინ

ლაპორტა: „ესპანელ მსაჯებს ბარსელონიტი აქვთ, სულ რეალს ეხმარებიან"

News image

3 სთ წინ

რატომ დაუპირისპირდა ვინისიუსი კამავინგას?

News image

3 სთ წინ

მესი და რონალდუ წარსულს ჩაბარდნენ? მბაპე პირველობას უმიზნებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება