ბრაზილიის ნაკრების საფრანგეთთან მარცხის შემდეგ, ვინისიუს ჟუნიორი მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. მიზეზი ამჯერად მატჩის შემდგომი სავარჯიშო სესიის გამოტოვება გახდა.
რეალ მადრიდი შიშობდა, რომ ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა.
საფრანგეთთან შეხვედრისას ვინისიუსი თავის თანაგუნდელს, ედუარდო კამავინგას დაუპირისპირდა, რომელთანაც განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს. მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა მოედნის მიღმაც ისაუბრეს.
კამავინგა ვინისიუსის შესახებ
სანაკრებო პაუზის დროს, ფრანგმა ნახევარმცველმა მედიასთან ისაუბრა და განმარტა, რომ ვინისიუს ჟუნიორი ხშირად არასწორად აღქმული ფეხბურთელია:
ვინისიუს ჟუნიორი მართლაც საოცარი პიროვნებაა. ვფიქრობ, ადამიანები ამას ვერ აცნობიერებენ, რადგან ის მოედანზე სულ ყვირის.
მან აღიარა, რომ გასაგებია, რატომ მიიჩნევს საზოგადოება ბრაზილიელს აგრესიულად, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მისი ხასიათის ბუნებრივი გამოხატულებაა.
ხალხი ფიქრობს, რომ რაღაც პრობლემაა, მაგრამ ის უბრალოდ... არ მინდა ასე ვთქვა, თუმცა, როგორც იცით, ძალიან ემოციური ადამიანია. როდესაც მას პირადად გაიცნობთ, მიხვდებით, რამდენად კარგი პიროვნებაა. სწორედ ამიტომ არის ის ჩემი უახლოესი მეგობარი.
კამავინგას ეს სიტყვები ალბათ ყველაზე ზუსტად ასახავს ბრაზილიელი ვარსკვლავის რეალურ სახეს და ხსნის მის ხშირ რეაქციებს მოედანზე.
რეალ მადრიდი მის ასეთ ვნებას და ემოციურობას სისუსტედ არ მიიჩნევს. პირიქით, კლუბისთვის ეს იმის დასტურია, თუ რამდენად ერთგულია ფეხბურთელი გუნდის და რას ნიშნავს მისთვის თეთრი მაისური. საბოლოო ჯამში, ვინისიუსი ყოველთვის ამართლებს მოლოდინს და გუნდისთვის შეუცვლელ ფიგურად რჩება.