მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კრიშტიანუ რონალდუმ კილიან მბაპეზე ისაუბრა.
„მბაპე ძალიან მიყვარს. არამარტო იმიტომ, რომ მისი ბავშვობის კუმირი მე ვიყავი, არამედ იმიტომაც, რომ ის გადამწყვეტი და ძალიან მაგარი ფეხბურთელი მგონია. ვფიქრობ, ის რეალის ფანებს დიდ სიხარულს მოუტანს.
რეალის ფანებს მივმართავ: გაუფრთხილდით მბაპეს. გაუფრთხილდით ამ ახალგაზრდა ადამიანს, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და რეალმა ის უნდა დაიცვას.
რეალში რომ ვიყო, მბაპეს ფორვარდად თამაშს ვასწავლიდი. მე თავად არ ვყოფილვარ ფორვარდი, მაგრამ ამ პოზიციაზე თამაშიც მიწევდა ხოლმე. ისე კი, ფლანგზე ვთამაშობდი და ხალხს ეს ხშირად ავიწყდება." - აღნიშნა რონალდუმ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები