კილიან მბაპემ კაირატთან მატჩში შესრულებულ ჰეთ-ტრიკზე ისაუბრა.
„სამი გოლის გატანა კარგია, მაგრამ როცა ხუთი შანსი მექმნება, ხუთი გოლი უნდა გავიტანო და არა სამი. რეალმა ამისთვის მომიყვანა.
მე ყოველთვის მეტი მინდა. ვაპირებ, რომ შესრულებაზე უფრო მეტი ვიმუშავო.
კურტუას საგოლე პასი? ტიბომ გოლის 80% გაიტანა, მე მხოლოდ 20% მეკუთვნის." - აღნიშნა ფრანგმა შემტევმა.
ბელგიელმა მეკარემ საგოლე პასი მბაპეს მეორე გოლზე მიითვალა.