ორგანიზაცია MVP MMA-ის სადებიუტო შოუ ნეტფლიქსის პლატფორმაზე გულშემატკივრებმა ფანტასტიკურად მიიღეს, რაც ოფიციალურად გამოქვეყნებულმა რეიტინგებმაც დაადასტურა. გასულ შაბათს გამართულ ისტორიულ ღონისძიებას ქალთა ორთაბრძოლების ლეგენდები, რონდა რაუზი და ჯინა კარანო ლიდერობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ რაუზის 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა ნაჩხუბი, მან ძველი, ვინტაჟური ფორმა გაიხსენა და კარანო ბრძოლის დაწყებიდან სულ რაღაც 17 წამში, თავისი საფირმო მტკივნეული ილეთით (არმბარით) დაამარცხა.
ბრძოლის დასრულებიდან რამდენიმე დღეში Most Valuable Promotions-მა მაყურებელთა რაოდენობის მაჩვენებლები გაასაჯაროვა. კომპანიის განცხადებით, ტრანსლაციის პიკურმა მაჩვენებელმა თითქმის 17 მილიონ მაყურებელს მიაღწია, რითაც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ყურებად ბრძოლის ივენთად იქცა.
რაც შეეხება უშუალოდ მთავარ ბრძოლას, რაუზი-კარანოს დაპირისპირების პიკმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 11.6 მილიონ მაყურებელს მიაღწია. ეს ოფიციალურად არის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ყურებადი MMA-ის მთავარი ბრძოლა. ტურნირის საშუალო მაყურებელთა რაოდენობამ კი 9.3 მილიონი შეადგინა.
მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში 39 წლის რონდა რაუზი ღიად აცხადებდა, რომ მისი მიზანი MVP MMA-ის იმ დონეზე აყვანა იყო, რომ ორგანიზაციას UFC-ისთვის სერიოზული კონკურენცია გაეწია. მან მწვავედ გააკრიტიკა UFC მებრძოლების დაბალი ანაზღაურების გამო.