თორნიკე შენგელიას ბარსელონამ ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-15 გამარჯვება იზეიმა - დუბაის შინ 2-ქულიანი სხვაობით მოუგეს.
ქართველი მოთამაშე ბარსას სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა, პარკეტზე 24:29 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი შეჰმატა.
23 ტურის შემდეგ, კატალონიურ გრანდს 15 მოგება მოუგროვდა, მე-6 ადგილზეა, თუმცა ლიდერ ჰაპოელ თელ-ავივს მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება.
თოკოს გუნდი შემდეგ ტურში, 23 იანვარს, ბოლოადგილოსან ლიონს სტუმრად შეხვდება.